საიტის ძველი ვერსია 

• ჩვენს შესახებ  •  მისია  •  დონორები და პარტნიორები  •  GSPSA გუნდი  •  ვაკანსიები  •  კონტაქტი  •

დააყენეთ საწყის გვერდად

ფავორიტებში დამატება

 

მთავარი გვერდი

სიახლეები

ანონსები

განცხადებები

სტატიები

პუბლიკაციები

ცხოველებისადმი სისასტიკე

ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება

კანონმდებლობა

აქტივობები

პროექტები

თავშესაფარის შესახებ

გასაჩუქებელი ცხოველები

ჩვენი კონსულტაცია

გაწევრიანება

თქვენი დახმარება

შემოწირულობა

ცხოველთა სერვისი

შავი სია

სასარგებლო ბმულები

საიტის სტატისტიკა

"Animal World"

ელექტრონული გაზეთი

ჩატვირთვა 

თქვენი დახმარება

ბეჭდვა Print version

რეგისტრირებული კავშირი (ასოციაცია) "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" - არაკომერციული ორგანიზაციაა და იგი უნდა ფუნქციობდეს საქველმოქმედო დახმარებისა და შემოწირულობების ხარჯზე, რომელიც საკუთარი ნების საფუძველზე უნდა გაიღოს ქვეყნის ხელისუფლებამ, საერთაშორისო ფონდებმა და ორგანიზაციებმა, კერძო სამართლის იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა.

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" ვერ იარსებებს ევროპული დემოკრატიის პრეტენზიის მქონე ქვეყნის მთავრობის საკითხისადმი სწორი და ჰუმანური მიდგომის,ცხოველებისადმი კეთილად განწყობილი ადამიანების დახმარებების,საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან თანამშრომლობის გარეშე. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ დემოკრატიული,მაღალი სულიერების საზოგადოების მხარში ამოდგომით, მათი თანადგომით და შესაბამის სახელმწიფო სამსახურებზე მათი საჭირო ზემოქმედებით, პიროვნებების საზოგადოებაში მასობრივი გაწევრიანებითა და დახმარებით, ჩვენ შევასრულებთ დაკისრებულ მისიას და ჩვენს ქვეყანაში შევქმნით ცხოველთა დაცვისა და გადარჩენისათვის სასურველ გარემოს.

დღევანდელ დღეს საზოგადოება ფუნქციობს სულ რამოდენიმე კეთილგანწყობილი პიროვნების ხელშეწყობით, მათი დახმარებითა და თანადგომით. განსაკუთრებული დახმარება ესაჭიროება საზოგადოების ძაღლთა თავშესაფარს, რომელშიც უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი ძაღლები ხვდება. მძიმე ფინანსური და მატერიალური მდგომარეობის გამო თავშესაფარში შეზღუდულია ძაღლების მიღება. თუ სახელმწიფო გამოსავალს ძაღლების მხოლოდ პერმანენტულ, მექანიკურ განადგურებაში ხედავს, ეს არამარტო ეთიკურად მიუღებელია,არამედ აბსოლუტურად არაეფექტურიცაა. ვინაიდან დახოცილი ცხოველების ადგილს, მათ "ეკოლოგიურ ნიშას" სასწრაფოდ იკავებენ პერიფერიიდან მოსული უფრო ახალგახრდა,უფრო აგრესიული და შესაძლო "არაქალაქური"დაავადების მტარებელი "მიგრანტები".

ორგანიზაცია დაფინანსებას საჭიროებს აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მხრივ,ენთუზიაზმზე მომუშავე პერსონალის ხელფასებისათვის, ახალი კადრების ასაყვანად და მენეჯმენტის დასაფინანსებლად, პროგრამების ხორცშესხმისათვის, ცხოველთა სამაშველო ბრიგადების საჭიროებისათვის, ვეტერინარული კლინიკის დასაფუძნებლად, სამედიცინო და ვეტერინარული მედიკამენტების,ვაქცინების შესაძენად, საკომუნიკაციო საშუალებების უზრუნველსაყოფად, უმწეო და ავადმყოფი ცხოველების მოსავლელად და სამკურნალოდ, ორგანიზაციასთან არსებული ძაღლთა თავშესაფრის შესანახად და მრავალი სხვა. ჩვენ გვჭირდება ბევრი რამ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, უნდა დავეხმაროთ ცხოველებს, რომლებიც უმწეო მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები, მივაწოდოთ მათ საკვები, წყალი, ვუმკურნალოთ და დავიცვათ ისინი ადამიანთა დესპოტიზმისაგან.

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" - GSPSA თავის მხრივ აწარმოებს სხვადასხვა სახის დახმარებას იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც მეურვეობას და ზედამხედველობას უწევენ უსახლკარო ძაღლებს, კატებს და სხვა ცხოველებს. ამ მხრივ საზოგადოება კონსულტაციას უწევს აღნიშნულ პიროვნებებს ცხოველთა სწორად შენახვასა და მოვლაში, პიროვნებები სურვილის შესაბამისად წევრიანდებიან ჩვენს კავშირში, ხოლო მათი ცხოველები რეგისტრაციას გადიან ამავე საზოგადოების სარეგისტრაციო სამსახურში,რის შემდეგ მათ ენიჭებათ მიკედლებული ცხოველის სტატუსი,ეძლევათ სარეგისტრაციო ნომერი, მათზე გაიცემა დოკუმენტაცია,უტარდებათ სტერილიზაცია და ვაქცინაციები. ამ შემთხვევაში GSPSA იცავს მათ უფლებებს ყოველივე ძალადობრივი ქმედებისაგან. ამავე დროს პიროვნებები ვალდებულნი არიან დაიცვან საზოგადოების შინაგანაწესი და შეასრულონ ყველა მითითება. საზოგადოების მიერ გაწეული დახმარების სხვა სახეებია: საკვები პროდუქტების მიწოდება, აცრები, მკურნალობის სხვადასხვა სახეები, ცხოველების გაჩუქება, მორალური მხარდაჭერა, კანონით დადგენილი წესით ცხოველების დაცვა სასტიკი ქმედებისგან და `დამჭერი ბრიგადებისაგან, სტერილიზაცია და სხვა. დღევანდელ დღეს საზოგადოებას უჭირს და შეიძლება დახმარების ყველა სახეს ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ ვიმედოვნებთ,რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კეთილი ნების ადამიანების თანადგომით განვახორციელებთ ჩვენს მისიას და ამოცანებს.
მხარში ამოუდექით საზოგადოებას! ერთად დავიცვათ და გადავარჩინოთ ჩვენი ფლორა და ფაუნა.

დახმარების სახეები
საზოგადოებისათვის დახმარების სახეებია:

  • ფინანსური დახმარება
  • მატერიალური და საგნობრივი დახმარება
  • მორალური, ინტელექტუალური და პროფესიული დახმარება
  • ფიზიკური დახმარება. ცხოველებზე მზრუნველობა.
  • მედიკო-ვეტერინარული დახმარება
  • საკვები პროდუქტებით დახმარება
  • ინფორმაციული დახმარება
  • და სხვა, რასაც შემოგვთავაზებენ მსურველები.

ფინანსური დახმარება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დახმარების სახეს საზოგადოებისათვის. მსურველებმა დახმარების შესახებ უნდა ამცნონ სახოგადოებას და თანხა უნდა გადარიცხონ საზოგადოების საბანკო ანგარიშზე. თქვენ შეგიძლიათ თქვენი თანხა მიმართოთ კონკრეტული პროგრამის დასაფინანსებლად, ან რომელიმე ძაღლის ან სხვა ცხოველის სასარგებლოდ. ნებისმიერ პიროვნებას უფლება აქვს გაარკვიოს საზოგადოებაში მის მიერ შემოწირული თანხის ბედი და შედეგი. ფინანსური დახმარება უნდა გადმოირიცხოს საზოგადოების საბანკო ანგარიშზე, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოდ ორლაინ გადარიცხვის ფუნქციით ჩვენი საითიდან.

თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ PayBox - ის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.


მატერიალური და ნივთობრივი დახმარების მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა (ანკეტა), მიუთითონ საზოგადოებისათვის გადასაცემი დახმარების საგნები და მათი ღირებულება. ნივთობრივი და მატერიალური დახმარების სახეებია: ცხოველების ფურნიტურა, ჯამები, დასაგებები, მოვლის საშუალებები, ვოლიერები, და ა.შ. ასევე შესაძლებელია საზოგადოებას დაეხმაროთ ტექნიკითა და საოფისე ინვენტარით, საწვავით, ტანსაცმლით, უნიფორმებით და სხვა.

მორალური, ინტელექტუალური და პროფესიული დახმარება მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის, ვინაიდან მხოლოდ ამ დახმარების საშუალებით შევებრძოლებით უკანონობას, ცხოველების მიმართ სისასტიკეს. მნიშვნელოვანია პროფესიონალი ჟურნალისტების, ვეტერინარების, ფსიქოლოგების, იურისტების, ზოოლოგების, ბიოლოგების,ეკონომისტების და სხვა სპეციალისტთა თანადგომა, ჩვენს ვებგვერდზე გამოხმაურებით.

ფიზიკური დახმარება - ცხოველებზე მზრუნველობა. საზოგადოებას ესაჭიროება პიროვნებები, რომლებსაც სურვილი აქვთ ორგანიზაციას დაეხმარონ ფიზიკური შრომით, განახორციელონ თავშესაფარში მყოფი ძაღლების მოვლა-პატრონობა, გასეირნება, დაალაგონ თავშესაფრის ტერიტორია. საზოგადოების წევრებთან ერთად გავიდნენ ცხოველების გადასარჩენათ, აღკვეთონ ცხოველთა მიმართ სასტიკი ქმედებები, საკვები მიაწოდონ უზედამხედველო ძაღლებსა და კატებს. ამ მხრივ ჩვენ განვიცდით ალტრუისტების, მოხალისეების უკმარისობას.

მედიკო-ვეტერინარული დახმარება. ცხოველთა დაცვის საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვეტერინარულ საქმიანობას. პრაქტიკულად ყველა დონეზე პროფესიონალი ვეტერინარის ჩარევაა საჭირო. ამ მხრივ ორგანიზაცია არ აქვს პრობლემები, ვინაიდან ჩვენს ქალაქში არიან პროფესიონალი ვეტერინარები, რომლებიც მზად არიან დღე-ღამის ნებისმიერ დროს, უანგაროდ მოგვემსახურონ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მაგრამ რაც უფრო მეტი იქნება ასეთი პიროვნებები, ჩვენ უფრო მეტ ცხოველს მოვემსახურებით და ავღკვეთავთ იმ უგულო ე.წ. ვეტერინარების მოღვაწეობას, რომლებიც დღეში რამოდენიმე ათეულ ძაღლს კლავენ ფულის შოვნის მიზნით. საზოგადოებას ესაჭიროება სამედიცინო და ვეტერინარული პრეპარატები. დიდი რაოდენობით გვჭირდება პირველადი დახმარების საშუალებები, ვეტერინარული ვაქცინები, ჭიის წამლები, ვიტამინები და სხვა.

საკვები პროდუქტებით დახმარება ჩვენი საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა. როგორც საზოგადოების თავშესაფარს, ასევე თბილისის და სხვა რიგ ქალაქების უზედამხედველო და მიკედლებულ ცხოველებს სჭირდებათ საკვები. ჩვენთან მიღებული საკვები გადანაწილდება გულისხმიერი,კეთილი ადამიანების ხელში, რომლებიც მზრუნველობენ უზედამხედველო ძაღლებსა და კატებს. საზოგადოება ამჟამად ღებულობს ამ დახმარების სახეს კეთილი ადამიანებისგან, მაგრამ რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ რამოდენიმე ძაღლის ულუფა გამოდის. საკვებებს წარმოადგენს: ძაღლებისა და კატების მშრალი საკვები, დაკონსერვებული ხორცი, ხორცისა და რძის ნაწარმი, ბურღული, ფქვილი, ღერღილი, წიწიბურა, ჰერკულესი, ხილი და ბოსტნეული, საჭმლის ნარჩენები, პური და სხვა.

ინფორმაციულ დახმარებას საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვენ უნდა ვფლობდეთ ზუსტ და დროულ ინფორმაციას ცხოველთა დასახმარებლად, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთათ. ამ დახმარების მიზნით პიროვნებამ უნდა მიაწოდოს ზეპირი ან წერილობითი ინფორმაცია 
საზოგადოების საინფორმაციო სამსახურს შემდეგ ტელეფონზე: 593 322 159; ელ. ფოსტაზე: info@gspsa.org.ge ან დაუკავშირდეს საზოგადოების მთავარ ოფისს, ან მის ფილიალებს.

 


უანგარო ვეტერინარული დახმარება:

 

 

   GSPSA მადლობას უცხადებს ვეტერინარულ კლინიკა ”Aibo Veterinari Clinic”-ის ხელმძღვანელს ბატონ ალექსანდრე ქანაშვილს და მის მთელ კოლექტივს წლების მანძილზე GSPSA -ს თავშესაფრისა და უპატრონო ცხოველებისათვის გაწეული უანგარო ვეტერინარულური მომსახურებისათვის.

 

 

   GSPSA  მადლობას უცხადებს ჯიშიანი ძაღლების კინოლოგიური კლუბი ”ლორდ ლამარი”-ს ხელმძღვანელს  ბატონ  დავით ჩიხლაძეს და მის მთელ კოლექტივს  GSPSA -ს თავშესაფრისა და უპატრონო ცხოველებისათვის გაწეული უანგარო და პროფესიონალური ვეტერინარულური მომსახურებისათვის.

 

 

 

 

 

 

 


ზევით

წინა გვერდი

ზევით

ანონსები

ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე

პირველად საქართველოში 2011 წლის 10 დეკემბერს,შაბათს 13:00-ზე "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" (GSPSA), "სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების" და "ბუნების შვილების" მიერ აღინიშნება ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე  (IARD), რომელსაც მსოფლიოს მრავალს ქვეყანაში ძირითადად აღნიშნავენ ანთებული სანთლებით...

www.uncaged.co.uk

2011-12-09

სრულად

ცხოველთა მსოფლიო დღე - 4 ოქტომბერი

ცხოველთა მსოფლიო დღე  (ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე) - 4 ოქტომბერი.  http://www.worldanimalday.org.uk/

GSPSA - საპროტესტო აქცია ცხოველთა დაცვის მოთხოვნით.

საქართველო, თბილისი, ვაჟა ფშაველას მემორიალთან მიმდებარე სკვერი. 2011 წლის 4 ოქტომბერი 13:00 საათი...

2011-09-25

სრულად

ყველა ანონსი

 
 

• ჩვენს შესახებ  •  მისია  •  სტრუქტურა  •  დონორები და პარტნიორები  •  GSPSA გუნდი  •  ვაკანსიები  •

© Copyright GSPSA. 2014წ. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში GSPSA და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster