მოგესალმებით
აქ მოთხრობილია არაკომერციული რეგისტრირებული კავშირის (ასოციაცია) "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" მოღვაწეობის შესახებ. თქვენ გაეცნობით ზოგადად მსოფლიოში (საქართველოში), ცხოველთა დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო კონვენციებს,აღიარებულ ნორმატივებსა და საკანონმდებლო აქტებს, სხვა დოკუმენტაციებს.
საიტზე საშუალება გეძლევათ მიიღოთ ინფორმაცია: აღნიშნულ ორგანიზაციაში ცხოველთა რეგისტრაციის; ფიზიკური და იურიდიული პირების გაწევრიანების წესისა და ურთიერთდახმარებების შესახებ; აგრეთვე ცხოველთა შენახვის, მოვლის,მკურნალობის შესახებ. ვებგვერდზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში ცხოველთა მიმართ სასტიკი, არაჰუმანური მოპყრობისა და ცხოველთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოაშკარავებას. სახელმწიფო სტრუქტურების მოხელეების, მათთან დაახლოებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და პიროვნებების მიერ უსახლკარო, უზედამხედველო ცხოველების მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობრივ ქმედებებს, ჩინოვნიკების კორუფციის ფაქტებს.
საიტი საშუალებას გაძლევთ პიროვნებებსა და ორგანიზაციებს კონტაქტი დაამყაროთ "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან", გახდეთ აღნიშნული კავშირის წევრები და დაამყაროთ მასთან პარტნიორული ურთერთობები.










Video "Sasaklao" - Download Video 1